მიმდინარე წლის 10 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მაჟორიტარ დეპუტატ დავით სამნიძესთან ერთად სოფელ გემულაურის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა პირველ რიგში სასმელი წყლის 24 საათიანი უწყვეტი მიწოდება და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება მოითხოვეს.

დღესვე მოსახლეობას სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" აჭარის ფილიალის წარმომადგენლები შეხვდა, რომლებმაც ციტრუსის დაზღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივებს.

მუნიციპალიტეტის მერი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრას პერმანენტულად გამართავს.