ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ამაგების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და სამომავლოდ თოთოეულ სოფელში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის გაწერა იყო . მუნიციპალიტეტში სულ 15 ამაგია ჩამოყალიბებული. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეიქმნა 45 ამაგი. ეს არის აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება (აბრევიატურით „ამაგ“-ი). მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანიც არის მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში. მუნიციპალიტეტებში ამაგ-ების ჩამოყალიბება უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის წარმოების საშუალებებს, მომსახურებასა და რეალიზაციას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა 46 ამაგი (1 შეიქმნა საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ხოლო 45 სამინისტროს პროგრამის ფარგლებში), მათ შორის 6 - ქედაში, 13 - ქობულეთი, 4 - შუახევი, 15 - ხელვაჩაური, 8 - ხულო. ამაგები მოიცვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სოფელს. ჯამში ამაგი აწევრიანებს 702 აქტიურ მოქალაქეს და 319 სოფელს.