სოფელ კაპრეშუმში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი. უკვე დასრულებულია შენობის საძირკველისა და სარდაფის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია ,,მშენებელმა’’სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა დაასრულოს.

სოციალური სახლისათვის გათვალისწინებული სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა ოროთახიანი [ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – სამოთახიანი [75 კვ/მ], ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი [95 კვ/მ] იქნება.