6 იანვარს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში ,,მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებ გუნდებს შორის" თამაში გაიმართა. მონაწილეობას ღებულობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე 6 საჯარო სკოლა. გამარჯვება მოიპოვა გუნდმა ,,ლამაზაური" მახინჯაურის საჯარო სკოლიდან. მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა აჭარისწყლის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი ხელვაცაურის #1 საჯარო სკოლას ერგო. დასახელდნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა გუნდებიდან. საპრიზო ადგილებზე გასული ახალგაზრდები წახალისდნენ ფასიანი საჩუქრებით.