დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომაზე ცვლილება შევიდა ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, ცვლილების თანახმად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 258000 ლარით გაიზარდა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემული ოთხი ავტომანქანის მოვლა-შენახვაში გაიხარჯება. აღნიშნული ავტომანქანები სამინისტრომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას თავისი არსებობის ვადით სარგებლობაში გადასცა, მაღალი გამავლობის მანქანები ოთხი სოფელის ჭარისწყლის, თხილნარის, კირნათისა და ორთაბათუმის ამბულატორიებს გადაეცემა.