კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ფერიის, ახალშენისა და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა.

შესაბამისი სადეზინფექციო ნორმების დაცვით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კორპუსების სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ადმინისტრაციული შენობები და ამბულატორიები.

სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება!