დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობის,ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიისა და ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის საკითხთა კომისიიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

დადგენილების პროექტის თანახმად, რომელიც მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას ითვალსიწინებს,როგორც მომხსენებელმა განმარტა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 57 000 ლარი ემატება. ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიების საშუალებით სარეზერვო ფონდს 5000 ლარი დაემატება,თანხა დაემატება ასევე მერიის ჯნამრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამახურის პროგრამებს, რომელიც მუნიციპალიტეტში ბენეფიციართა მომართვიანობის საფუძველზე მოქმედ ორ პროგრამაზე გადანაწილდება.

კომისიის სხდომაზე განსახილველად ცვლილებით იყო წარდგენილი, მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასევე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და გამოყოფის თუნუქით უზრუნველყოფას გულისხმობს.