აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, ვიცე მერი ზვიად ხალვაში და საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარისწყალი-კირნათი 4 235 მეტრზე საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით ხორციელდება. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე. სამუშაოებს შ.პ.ს. „ზიმო-7“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ‎1 904 585 ლარს. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16,185 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 5 მიმართულებით.