11 იანვარს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ფილმის ,,ჰორიზონტს თვალი არ მოაშორო“ ჩვენება და განხილვა გაიმართა. კინოჩვენების დასრულების შემდეგ სცენარის ავტორებმა დამსწრე ახალგაზრდებთან ერთად ისაუბრეს ფილმით გადმოცემული აქტუალური თემების:პატრიოტიზმის, მეგობრობის, ერთგულების, ასევე ფილმში გამოყენებული სიმბოლოებისა და სიუჟეტის შესახებ. ფილმი გადაღებულია ,,ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებისა და განხორციელების“ ფარგლებში. კინოჩვენებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეში მცხოვრები 25 ახალგაზრდა ესწრებოდა