ხვალ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოფროუდ თრიალში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატი გაიხსნება. რალში მონაწილე ავტომობილების ტექნიკური უსაფრთხოება დღეს სპეციალსტებმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე ოფროუდში მონაწილე 15 მსურველი უკვე დარეგისტრირებულია.შეჯიბრზე დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. ხვალ ავტორბოლა სოფელ ჭარნალიდან აიღებს სტარტს, შეჯიბრება დაუსახლებელ პუნქტში გაიმართება. ავტორბოლაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან მათ, შორის მსურველებს თურქეთიდან და სომხეთიდან ელოდებიან. ჩემპიონატის ორგანიზატორი აჭარის ოფროუდ ფედერაცია არის, რომლის მხარდაჭერი სხვადასხვა კომპანიებთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ილია ნაკაშიძის ბიურო არის. რამდენიმე კვირის წინ აღნიშნულ ფედერაციასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.