ხელვაჩაურში დილიდანვე აქტიურად გაგრძელდა უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარების ღონისძიებები.

ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სოფლებში ცენტრალურ გზებთან ერთად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები.

უამინდობასთან დაკავშირებით, რამოდენიმე სოფელში შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა სარემონტო სამუშაოები დაწყებულია და ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება.
ასევე, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდა სოფელ სალიბაურში მაცხოვრებელი 40 ოჯახისათვის, კომპანია ,,სოკარი’’ აღდგენით სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 595 004 635; 577 032 136