ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 300 გრძ.მ. საავტომობილო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობა დასრულდა. აღნიშნული გზის მონაკვეთით სოფელ ჭარნალში, ავგიაში და ახალსოფელში მცხოვრები 920 ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოები შესრულებული იქნა შპს ,,კრედო XXI’’-ს მიერ. პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 24 000 ლარი გამოიყო.