ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება აქტურად მიმდინარეობს. მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „გეო-გრუპი“ აწარმოებს. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად. დღეს შიდა სასოფლო გზის ნაწილი ჭარნალში, ახალშენში და სარფში მოწესრიგდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სოფლებში გატანილია 1500 კუბური მეტრი მზა ბეტონი. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება.