კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ამჯერად შარაბიძეების, თხილნარის, მაჭახელას, კირნათისა და აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა.

შესაბამისი სადეზინფექციო ნორმების დაცვით, ჩატარდა კორპუსების სადარბაზოების, ეზოების, ასევე, ადმინისტრაციული შენობებისა და ამბულატორიების სრული დეზინფექცია.

სადეზინფექციო სამუშაოებს კომუნალურ სამსახურთან ერთად კოორდინაციას უწევს მერის მოადგილე - არჩილ ბარამიძე.