კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება აჭარისწყალისა და შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მიმდინარეობს. დღეს ალურათი დაავადებული ბზის სპეციალური ხსნარით დამუშავება მოხდა.
პრევენციის მიზნით, ამ ეტაპზე 15 ჰექტარი ტერიტორიის შეწამვლა მოხდება. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიამ შეიძინა სპეციალური პრეპარატები.
მუნიციპალიტეტის სოფლებში წამლობითი ღონისძიებების გატარება 2 კვირის წინ დაიწყო.
ალურა - ეს არის დაავადება, რომლის შედეგად მრავალწლიან ნარგავებს ესევა მამვნებლები.