ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. დღეს აჭარისწყალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: მირვეთში, მაჭახლისპირში, ხერთვისში და კაპნისთავში ალურათი დაავადებული ბზა სპეციალისტებმა შეწამლეს. პრევენციის მიზნით, ამ ეტაპზე 15 ჰექტარი ტერიტორიის შეწამვლა ერთჯერადად მოხდება . მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიამ შეიძინა სპეციალური პრეპარატები.
ალურა - ეს არის დაავადება, რომლის შედეგად მრავალწლიანი ნარგავებს ესევა მამვნებლები. ( 2014 წელს გურიის რეგიონში შეკვეთილის ტერიტორიაზე დაფიქსირდა საშიში მავნებელი ბზის ალურა, რომალიც მიეკუთვნება პეპლების (Lepidoptera) ოჯახს.)