ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრი კიევში დაგეგმილ თოჯინების მესამე საერთაშორისო ფესტივალში ღებულობს მონაწილეობას. ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრის დასი, 5-10 ოქტომბერს, თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, რომელიც წელს უკრაინის დედაქალაქ კიევში ტარდება.

წლევანდელ ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების თეატრები მიიწვიეს, მათ შორის, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, სერბეთიდან, ჩინეთიდან, შვედეთიდან, ხორვატიიდან, ბელარუსიდან, ლიეტუვადან, ირანიდან და პოლონეთიდან.

ჩვენს ქვეყანას ფესტივალზე ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრი რეჟისორ ნათია მახაჭაძის სპექტაკლით „ზევით ყვავილებთან მინდა“ წარადგენს.

სახალხო თეატრის დასთან ერთად ფესტივალზე ხელვჩაურის მუნივიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს საბიუჯეტო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დილიძე არიან მიწვეული.