ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ურნების განთავსდება დაიწყო.მყარი ნარჩენების შემკრები კონტეირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 500 ლარი დაიხარჯა. 60 ერთეულ ურნას გამგეობის სანდასუფთავების სამსახური რამდენიმე დღეში ყველა სოფლის ცენტრში და ტურისტულ ობიექტებთან განათავსებს.
64-ვე სოფელში ურნების დეფიციტის სრულად აღმოფხვრის მიზნით გამგეობა ურნების შესაძენად კიდევ ერთ ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.