ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბის მოთხოვნა შშმ პირების მშობლენთან ერთდ ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკურორტო ადგილებში დასვენების დაფინანსებასთან დაკავშირებით. დღეისათვის არსებული რესურსიდან გამომდინარე დაკმაყოფილდა 5 შშმ პირისა და მათი მშობლების დასვენება კურორტ ბორჯომში.
მერიის შესაბამისი სამსახურები მოამზადებენ პროექტს, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. პროექტის საშუალებით შესაძლებელი იქნება შშმ პირების მშობელთან ერთად დასვენების უზრუნველყოფა. პროექტი მიზნად ისახავს შშმ პირების გააქტიურებას, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვას.
ხელვაჩაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბი 2016 წლის დეკემბრის თვეში შეიქმნა, კლუბი საჭიროებისამებრ იკრიბება, ატარებს სამუშაო შეხვედრებს და განიხილავს მიმდირე პრობლემურ საკითხებს.