ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 23 მარტს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.

სხდომის დღის წესრიგი

1.განკარგულების პროექტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობის (მე-2 ეტაპი) შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხსენებელი - მირიან კვირიტიძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის

ეკონომიკის,ქონების მართვის,სოფლის

მეურნეობისა და შესყიდვების სამსახური

2.განკარგულების პროექტი- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის კერძო სამართლის იურიდიული პირის სააქციო საზოგადოება „აჭარისწყლის ალიანსი“-ს დაფუძნებასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი-დავით კოპინაძე

გამგეობის ადმინისტრაციული

სამსახურის იურიდიული

განყოფილების უფროსის მ/შ.

3.დადგენილების პროექტი- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე.

მომხსენებელი-დავით კოპინაძე

გამგეობის ადმინისტრაციული

სამსახურის იურიდიული

განყოფილების უფროსის მ/შ.

4. სხვადასხვა.