ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 27 მარტს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.

სხდომის დღის წესრიგი

  1. 1. დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის #19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი

თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

2 . დადგენილების პროექტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის #08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

3.განკარგულების პროექტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შესახებ.

მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი