16 მაისს, 12:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძე, კომისიის წევრებთან ერთად, სოფელ ფერიაში, არსებული ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავს.
კომისია მოსახლეობასთნ ერთად იმსჯელებს სოფელ ფერიაში ერთ-ერთი ქუჩისათვის ღვაწლმოსილი თანამედროვე ფოლკლორის გმირის დაუთ ასამბაძის სახელის მინიჭების შესახებ.