ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბის წევრებთან ერთად, ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დატბორილი საცხოვრებელი სახლები და დამეწყრილი ტერიტორიები დაათვალიერა და მოსახლეობას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური დახმარება აღუთქვა. მუნიციპალიტეტში დილიდან მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები.14:00 სათზე ზარალის შეჯამის და სამოქმედო გეგმის დასახვის მიზნით საგანგებო შტაბი შეიკრიბება.