ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ 9 და 10 თებერვალს მაჭახელას, აჭარისწყლის და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

ბოლო რამდენიმე დღეა მაჭახელას ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა მართვს აქციებს სახელწოდებით ,,არა ჰესებს’’ და აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჰესების მშენებლობას მაჭახელას ხეობაში. მერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსახლეობას გაუწევს შუამდგომლობას შესაბამის ორგანოებთან, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.

სოფელ კიბეში მოსახლეობამ მერთან შეხვედრის დროს მოითხოვა გარე განათების მოწყობა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე სოფლის ცენტრში ფანჩატურის და წისქვილის მოწყობა.

სოფელ მახოს მოსახლეობამ მერს სთხოვა მახოს ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება ადმინისტრაციული შენობა სააქტო დარბაზით, ამბულატორია და ბიბლიოთეკა.

მოსახლეობის მოთხოვნებს მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში განიხილავს.