ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მონაწილეობს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ გამოცხადებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში. აღნიშნული კონკურსი ხორციელდება პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ კონკურსზე წარდგენილია ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა’’.
სტუდენტური წახალისების პროგრამას მერიის განათლებისა და კულტურის სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს.
წლიდან წლამდე პროგრამაზე წარმოდგენილი განაცხადების, დაფინანსებული სტუდენტებისა და ბიუჯეტის ზრდადი მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ დასახელებული პროგრამა წარმატებულია და იგი პასუხობს სტუდენტების ინტერესებსა და საჭიროებებს, რაც თავის მხვრივ მყარ საფუძველს ქმნის მომავალში მუნიციპალიტეტში განათლებული ადამიანური კაპიტალის არსებობისთვის.
კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოვლინდება.