ხელვაჩურის მუნიციპალიტეტმა "მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე-2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენაში’’ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 10-12 მაისს, ქალაქ ბათუმში მიმდინარეობდა. გამოფენაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა რეწვის ნიმუშები და ტრადიციული კერძები წარმოაჩინეს. გამოფენას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გადაეცა შესაბამისი სიგელი.