14 აპრილს ქართველები დედა ენის დღეს ვზეიმობთ. იშვიათია ქვეყანა, სადაც მშობლიურ ენას „დედა ენას“ უწოდებენ, ძეგლს უდგამენ ან დღესასწაულად აღნიშნავენ. საქართველოში ეს დღე უკვე რამდენიმე ათწლეულია განსაკუთრებულად აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ეს იყო ისტორიული და სამაგალითო დღეები ქართველი ხალხის ერთად დგომისა და ბრძოლისა, მით უფრო, რომ ეს ბრძოლა მიმართული იყო უმნიშვნელოვანესი იდეის - სახელმწიფო ენის დაცვისა და შენარჩუნებისაკენ. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენ არა მხოლოდ პატივი უნდა მივაგოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობის მქონე ქართულ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ უნდა იგი.