ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას ზეიმობს. ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ.