ხელვაჩაურის მერიაში, კორანავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ მოხალისეთა ჯგუფებს გადამზადების ტრენინგები ჩაუტარდათ.

ტრენინგი აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ინიციატივით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალის წარმომადგენელმა დარიკო შაინიძემ გამართა.

მოხალისეებმა მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთაც ისინი თავიანთი საქმიანობის შესრულებისას გაითვალისწინებენ.

მოხალისეები სასურსათო კალათებსა და პირველადი დახმარების მედიკამენტებს მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს გადასცემენ.