6 სექტემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრები ვანის მუნიციპალიტეტში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ექსკურსიის მონაწილე ახალგაზრდებმა მოინახულეს შემდეგი ღირსშესანიშნავი ადგილები: გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი ვანში, ასევე XII-XIII საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და სამრეკლო ზედა ვანში. ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა გასართობ-შემეცნებითი თამაში. ტურში მონაწილეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 35 ახალგაზრდა.