სოფელ ახალსოფელში, შარაძეების დასახლებაში მიმდინარეობს 400 გრძ.მ. გზის მონაკვეთის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობა, და 20 გრძ. მ. ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა. პარალელურად სოფელ თხილნარის მეურნეობაში, ე.წ. "მესამე ბრიგადის" დასახლებაში მიმდინარეობს არმირებული ბეტონის საფარით 950 გრძ. მ. გზის მონაკვეთის მოწყობა და 20 გრძ. მ. ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა. სამუშაოებს აწარმოებს შპს „აკო“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 136 014 ლარს შეადგენს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.