მინდა ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი! ახალი წელი ჩვენი ოჯახებისთვის, ხელვაჩაურისთვის, სრულიად საქართველოსთვის მშვიდობის, სიძლიერისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს.

2018 წელი, ნაყოფიერი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის. განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი - კეთილმოეწყო გზები, საბავშვო ბაღები, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის სისტემები, შესრულდა ფერდსამაგრი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. ამის გარდა განხორციელდა ბევრი პროექტი, რითაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდა. შესაძლებელი გახდა წამოგვეწყო ახალი პროექტები, რომელთა მეშვეობითაც, ხელვაჩაური მალე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო განვითარებული და კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი იქნება!
2019 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია. გეგმები დასახულია. მერიის ყველა ინფრასტრუქტურული ღონისძიება მორგებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებაზე.
გპირდებით, რომ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენი უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ და ახალი 2019 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ნაყოფიერი წელი იქნება თითოეული თქვენგანისთვის.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
კეთილი სურვილებით, სიყვარულით და პატივისცემით,
ჯუმბერ ვარდმანიძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი