25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება ,,არა ძალადობას“ გაიმართა.
ღონისძიება მერიის გენდერული თანააწორობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
სკოლის მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო ნახატები, ძალადობის წინააღმდეგ.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია და ხელვაჩაურის გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მერის რეფერენდის გენდერულ საკითხებში და განათლების, კულტურის, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.