9 მარტს ბათუმის დემოკრატიულობის ცენტრში გამართულ საჯარო შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე გამართულ დისკუსიაში თემაზე " რა სახის გადაცემების ნახვა ან მოსმენა სურთ ქალებს" საკრებულოს წევრები გურანდა დოლიძე და ლეილა ცინცაძე ჩაერთნენ და მუნიციპალიტეტში არსებულ ქალთა მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდაჭერითა და ბათუმის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.