27 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალური გენდერული თანაწორობის საბჭოს ინიციატივით, „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ამ სახელწოდებით საინფორმაციო კამპანია მოეწყო.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მონაწილეები ქ. ბათუმის მერიის შპს ,,სანდასუფთავებისთვის’’ - პროექტის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში - USAID / CENN WMTR II - ფარგლებში შეძენილი პრესის დანადგარისა და ასევე ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების მთლიან სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ქ.ბათუმსა და ხელვაჩაურში არსებული სეპარაციის სტენდების (16 სტენდი) დაათვალიერეს და მოსწავლეების ჩართულობით შეგროვებული მაკულატურის, პეტ.ბოთლების დასეპარირება მოხდა სტენდებში .
შეხვედრა ვორქშოფით - ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები და გამოწვევები - დასრულდა, ვორქშოფს კახაბერ გუჩმანიძე უძღვებოდა