ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ფერიის საბავშვო ბაღში და სოფელ ხელვაჩაურის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ა(ა)იპი ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის და მერიის თანამშრომლებმა ოცდაათამდე ნაძვის ნერგი დარგეს.
ანალოგიური ღონისძიებების გატარება მომავალშიც არის დაგეგმილი.