დღეს, ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრციული შენობის მიმდებარედ ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში კულტურული ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა. ჯუმბერ ვარდმანიძემ ერთიანი ევროპული სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისა და ჩართულობისაკენ მოუწოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებაც სხვადასხვა აქტივობებით 12 სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები განასახიერეს. ღონისძიების მთავარი გზავნილია ბავშვებისა და ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, რათა გაითავისონ თავიანთი მემკვიდრეობა და გააცნობიერონ, რომ ერთიან ევროპულ სივრცეს ეკუთვნიან.