ახლახანს დასრულდა ენრიკო მამალაძის მხარდასაჭერად გამართული საქველმოქმედო კონცერტი.კონცერტში მონაწილეობა როგორც მუნიციპალიტეტში მოქმედმა ანსამბლებმა, ასევე მოწვეულმა მონაწილეებმა მიიღეს. მოზარდს გადასარჩენად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, საკრებულოს წევრებმა, მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ფინანსური დახმარება გაუწიეს.საქველმოქმედო საღამოს საქართველოს პარლამენტის წევრის ილია ნაკაშიძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
ენრიკო მამალაძის მხარდამჭერი აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.