ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში სასოფლო კლუბის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ.