დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდმომა ჩატარდა. ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა 3 საკითხი განიხილეს.

დადგენილების პროექტის თანახმად, რომელიც მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას ითვალსიწინებს,როგორც მომხსენებელმა განმარტა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 57 000 ლარი ემატება. ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიების საშუალებით სარეზერვო ფონდს 5000 ლარი დაემატება,თანხა დაემატება ასევე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის პროგრამებს, რომელიც მუნიციპალიტეტში ბენეფიციართა მომართვიანობის საფუძველზე მოქმედ ორ პროგრამაზე გადანაწილდება.

სხდომაზე განსახილველად ცვლილებით იყო წარდგენილი, მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასევე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და გამოყოფის თუნუქით უზრუნველყოფას გულისხმობს.

განსახილველად აგრეთვე წარდგენილი იყო განკარგულების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის ა(ა)იპ“ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლა“-ისა და ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო ცენტრის დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომელიც ახალი ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ჩამოყალიბებას ითვალსიწინებს.