ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობასა და მაგისტრალის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები იწყება. სამუშაოებს შპს „მარიამ ო.ბ. – 2006“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება: 1 622 000 ლარია.

2017 წელს წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 4 848 757 ლარია გამოყოფილი.

2013 -2016 წლებში წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებებზე 2 516 273 ლარი დაიხარჯა.