ახალშენში მცხოვრებ მოსახლეობასთან კონსულტაციები ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრებმა გამართეს.

მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ახალშენში ე.წ "ალიშის"ტყის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით შედგა. გაცნობებთ, რომ მოსახლეობის თხოვნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს საკრებულოს წევრმა თეიმურაზ შამილაძემ ინიციატივით მიმართა "ალიშის ტყეს ეწოდოს სიონის მთის სახელი.

კონსულტაციების გამართვის შემდგომ სიონის მთის სახელის მინიჭების საკითხი საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო კომისიის სხდომაზე განხილება.