ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი 10 პროექტი დაფინანსდა.
პროექტების მიღება მიმდინარე წლის 15 იანვარს დაიწყო. შეფასებისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი კრიტერიუმები: პროექტების აქტუალურობა, პროდუქტიულობა, მდგრადობა, პროექტის მოსარგებლეთა რაოდენობა, პროექტის ინოვაციურობა და კრეატიულობა.
✔️ახალგაზრდულ ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტები:
✔️სალიბაურის N1 სკოლა -,,უხილავი საფრთხეები და მოზარდები“;
✔️განთიადის სკოლა -,,ახალი ხედვა-წიგნიერთა კლუბი“;
✔️მახინჯაურის სკოლა - ვზრუნავთ გარემოზე“;
✔️"ახალსოფლის სკოლა - ‘წიგნი განათლების საწინდარია“ ,,მეტი ხე, მეტი ჟანგბადი"; ;
✔️ჭარნალის სკოლა -,,ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში";
✔️ჩიქუნეთის სკოლა -,,მაგიდის ჩოგბურთის სწავლება და შეჯიბრებები",
✔️ქედქედის სკოლა -,,წიგნიერება სკოლაში“,
✔️თხილნარის N1სკოლა - ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა";
✔️ხელვაჩაურის N1სკოლა -,,მივცეთ მეორედ სიცოცხლის უფლება უკვე გამოყენებულ ნივთებს";
პროექტები პერიოდულად, აპრილის თვის ბოლომდე განხორციელდება.