27 ნოემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი დასრულდა, ამ კურსის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო გაკვეთილები და გაიმართა "სწრაფი ბეჭდვის მარათონი". მარათონში მონაწილეობა მიიღო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 17 დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა. კონკურსის წესის თანახმად მონაწილე ახალგაზრდებმა 30 წუთის განმავლობაში დაბეჭდეს 300 სიტყვისგან შემდგარი ტექსტი. რომელიც შეაფასა მოწვეულმა ჟიურიმ. ქულათა ჯამის საფუძველზე გამოვლინდა 20 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა, რომლებიც დაჯილოდოვდნენ სიგელებით და საჩუქრად გადეცათ ფლეშ მეხსიერების ბარათები. კონკურსს უძღვებოდა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მოწვევით საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცნტრის ისტ-ტრენერ კონსულტანტი მინდია დიდმანიძე.