2018 წლის 7 მარტს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა და სხვა მენტორები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა წარმოადგენდა.
ახალგაზრდებისგან წამოსული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე დაგეგმილია ონლაინ კურსებისა და კონკურსების თემატიკის შემუშავება. კვლევის შედეგები წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას და სხვა ახალგაზრდებთან მომუშავე საჯარო თუ კერძო უწყებებს. ,,პროგრესის გზის" მეთოდოლოგიის მიხედვით სულ ჩატარდება 11 შეხვედრა ბათუმსა და ხელვაჩაურში. ხელვაჩაურში პროექტის პარტნიორია ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი.
შეხვედრას 14-29 წლამდე ასაკის მოზარდები, სტუდენტები, დასაქმებული და დაუსაქმებელი, სულ 30 ახალგაზრდა ესწრებოდა.