პროექტის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 დან 29 წლამდე ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმისა და ჩართულობის გაზრდა. თემის განვითარებაში ახალგაზრდების როლის განსაზღვრა და სოციალური აქტიურობის მნიშვნელობის გააზრება. სამოქალაქო განათლების გავრცელება.

პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში მოეწყობა 5 სამუშაო შეხვედრა.
ახალგაზრდებს მუშაობის პროცესში დახმარებასა და ფასილიტაციას გაუწევს მოწვეული ტრენერი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა.

ფასილიტატორ - ტრენერის დახმარებით, მონაწილე ახალგაზრდები დაიყოფიან ჯგუფებად, განიხილავენ თავიანთ თემებში არსებულ პრობლემებს, მოახდენენ მათ კლასიფიცირებას პრიორიტეტების მიხედვით, წარმოადგენენ ინიციატივებს მცირე პრობლემების გადასაჭრელად, მოამზადებენ მინი პროექტებს თანდართული ხარჯთაღრიცხვითა და მიმართავენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროექტების დაფინანსების თხოვნით.

პროექტებს განიხილავს გამგეობის შესაბამისი სამსახური და დაფინანსების შემთხვევაში ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი ინიციატივები და წვლილი შეიტანონ თემის განვითარებაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ 18 დან 29 წლამდე ასაკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები.

პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინამდებარე აპლიკაციის შევსება.

შერჩეული ახალგაზრდებისთვის პროექტში მონაწილეობა იქნება სავალდებულო.

პროექტის ბოლოს, მონაწილეები წახალისდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრით.

პროექტის განხორციელების ვადები : 22 აპრილი - 22 ივნისი.

სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №366.
(ყოფილი დაბა ხელვაჩაურის მიმდებარე ტერიტორია)

აპლიკაციის შევსების ვადები : 11 დან 20 აპრილის ჩათვლით.

იხილეთ ლინკი