ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის ექიმს დღეს მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ. აჭარისწყალის, კირნათის, თხილნარისა და ორთაბათუმის პირველადი დახმარების ცენტრებს, ახალი ავტომობილები გადაეცათ. სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ,,ნივი-ს” მარკის მანქანების გადაცემა ექიმებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირადად მიულოცა. ღონისძიებას გამგებლის მოადგილეები და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წევრები ესწრებოდნენ.
ავტომობილები ექიმებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მიიღეს.
პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებსა და მძღოლის ხელფასს.
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სულ 16 ამბულატორია აქვს და მიმდინარე წელს კიდევ 5 მანქანის შეძენა იგეგმება.