ხვალ, 9 აპრილს 12:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდრებარე ტერიტორიაზე არსებული 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლები პატივს მიაგებენ გმირების ხსოვნას.