ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 130 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ურნა შეიძინა. მუნიციპალიტეტის სოფლებში ურნების განთავსებას შესაბამის სამსახური უზრუნველყოფს. მყარი ნარჩენების შემკრები კონტეირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 440 ლარი დაიხარჯა.