ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა სასტუმრო შერატონში გამართულ„Expo Batumi Travel 2018”“ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. გამოფენაზე წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები და ფოტო გამოფენა, რაც ტურისტებს გაკრვეულ შთაბეჭდილებას უქმნიდა მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ . „Expo Batumi“ღონისძიებაზე ტურისტებსა და ადგილობრივებს მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და ვიცე- მერი ზვიად ხალვაში მასპინძლობდა. ღონისძიებაში აქტიურად ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლები და ფოლკლორული ანსამბლები.ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. „Expo Batumi“ ტურიზმის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო გამოფენაა საქართველოში, რომელსაც ყოველწლიურად კომპანია „GEONET EXPO" მართავს.